“ცოტა ტვინი დაატანეთ” – ხათუნა სამნიძისა და ნიკოლოზ სამხარაძის “რჩევები” ერთმანეთს
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
კამათი სამხარაძის შეთავაზებამ გამოიწვია, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს შესთავაზა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვის საკითხი ეთიკის საბჭომ განიხილოს.
“ცოტა ხნის წინ თქვენმა კოლეგამ სხდომათა დარბაზში ჩართო რუსეთის ჰიმნი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენ არ მოგეწონათ. თუ ეს არ არის პარტიულ-პოლიტიკური საკითხი და მარტო ეთიკის საკითხია, მაშინ მოდით, ერთად შევიტანოთ საკითხი ეთიკის საბჭოში. ესეც არაეთიკური საქციელია“, – განაცხადა სამხარაძემ.
რასაც ხათუნა სამნიძის რეპლიკა მოჰყვა: „ცოტა ტვინი დაატანეთ!“.
„ტვინი თქვენ დაატანეთ, ქალბატონო ხათუნა! ტვინი თქვენ დაატანეთ!“, – მიმართა სამხარაძემ ხათუნა სამნიძეს.