„მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას საარჩევნო სლოგანი წარადგინა და განვლილი 4 წელი შეაჯამა. კალაძის თქმით, მისი და მისი გუნდის  ახალი სლოგანი იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“.

„ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა სლოგანი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. ცხადია, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის და მის უკან იდგა კონკრეტული პროგრამა და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგარი პროექტი განვახორციელეთ, თვითკმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. არსებობს გამოწვევები და პრობლემები, თუმცა, არ მეშინია ამ პრობლემების, რადგან ზუსტად ვიცი, რა გვინდა, როგორ უნდა გავაკეთოთ, საით მივდივართ და როგორი უნდა იყოს ქალაქი. რაც მთავარია, გვაქვს ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების დიდი მხარდაჭერა. მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, ჩემ უკან დგას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყიველდღიურად ემსახურება ამ ქალაქს.

ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიამ ბევრი პრობლემა შექმნა არა მარტო საქართველოში, არამედ – მთელს მსოფლიოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოგვიწია დაფიქრება და მგონი, დღეს კიდევ უკეთ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიცოცხლე. მე მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რაც ყველაზე მთავარია.

რაც შეეხება ჩვენს მომდევნო საარჩევნო სლოგანს, ის გამომდინარეობს „სიცოცხლით სავსე ქალაქიდან“. გვინდა მეტი მწავნე სიცრცე, მეტი რეკრაციული არეალები, მეტად მოწესრიგებული საზ. ტრანსპორტი, გვინდა უფრო მეტი სოცილაური პროგრამა, უფრო მეტი საბავშვო ბაღი დედაქალაქში, რათა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში აღიზარდონ და მიიღონ განათლება. შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება – „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“.

მზად ვართ, 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მეტი სოცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები