ანრი ოხანაშვილი: კალაძე ერთადერთი კანდიდატია, რომელიც პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

“ოპოზიციამ წინასაარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადა, თავადაც ამბობენ, რომ კალაძეს ვერ მოუგებენ, ხანდახან აქვთ ასეთი ობიექტური შეფასებები”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერის არჩევნებში კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ოპოზიციამ წინასაარჩევნო კაპიტულაცია გამოაცხადა, თავადაც ამბობენ, რომ კალაძეს ვერ მოუგებენ, ხანდახან აქვთ ასეთი ობიექტური შეფასებები. ოპოზიცია ძალიან კარგად ხედავს და გრძნობს, რამდენი რამ გააკეთა დედაქალაქისთვის კახი კალაძემ და მისმა გუნდმა. კალაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ოპოზიცია კარგად გრძნობს, რომ მათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა არ და ვერ ექნებათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები