საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 636-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 261 პირს დაუდასტურდა, 1 410 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები