ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში კოკისპირული წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
„როიტერის” ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. 100 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული პროვინციის დედაქალაქ ჩჟენჩჟოუდან, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობა შეფერხებულია, ხოლო რეზერვუარებსა და კაშხლებში წლის დონე საგანგაშო ნიშნულამდეა აწეული.
წყალდიდობის გამო, დატბორილია მეტროს სადგურებიც, საიდანაც სამაშველო სამსახურებმა 500-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია ექვსი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეც.