ხატია დეკანოიძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე, კონსულტაციები დაწყებულია და ამ კვირის ბოლოს იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში კონსულტაციები მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და ამ კვირის ბოლოს უკვე იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე”, – განაცხადა დეკანოიძემ.