დეკანოზი თამაზ ლომიძე: მე უკვე ავიცერი, აცრა ერთადერთი საშველია, მის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას
„მე უკვე ავიცერი, აცრა ერთადერთი საშველია,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი, თამაზ ლომიძე წერს.
მისი თქმით, აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას.
„გერმანიის მოსახლეობის 60%, ანუ თითქმის 50 მილიონი ადამიანი აცრილია. მხოლოდ გუშინ გერმანიაში აიცრა 361 178 ადამიანი. აცრის გარეშე უმძიმესი შედეგი ელის ყველა ქვეყანას. ნუ გაიძახით: თუ მაინც შეიძლება, დავინფიცირდე, რაღატომ უნდა ავიცრაო.
შეიძლება, დაინფიცირდე, მაგრამ აღარ გაგირთულდება და არ მოკვდები. ესაა განსხვავება!
ნურც იმას ამტკიცებთ, მე ადვილად გადავიტან და ამიტომ არ ავიცრებიო. შენ გადაიტან, მაგრამ შენგან დაინფიცირებული შენ გვერდით შეიძლება, მოკვდეს. მე უკვე ავიცერი, რადგან აცრა ერთადერთი საშველია ახლა!“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.