ამერიკელმა მილიარდერმა, ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში იმოგზაურა

ამერიკელმა მილიარდერმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში იმოგზაურა. ამის შესახებ BBC წერს.

მას თან ახლდა მისი ძმა – მარკ ბეზოსი, კოსმოსში მოგზაურობის 82 წლის პიონერი, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი. ოთხივე მგზავრი ხმელეთზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2000 წელს მან შექმნა კომპანია – Blue Origin-ი და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებდა კოსმოსში გაფრენით.

ცოტა ხნის წინ კოსმოსში სხვა მილიარდერი, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი გაფრინდა. მისი ხომალდი 90 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები