საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს
საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს.
ინფორმაცია meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნდა.
19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს. 22 ივლისს კი 37 გრადუსამდე დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
დასავლეთ საქართველოში – დღეს და ხვალ 40 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა. 21-22 ივლისს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს, ხვალ კი 40 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.