თბილისის მოსახლეობის სტატისტიკა გასულ საუკუნეებში და დღეს

არაბული წყაროების თანახმად, მე-13 საუკუნის თბილისში მონღოლთა შემოსევამდე 100 ათასი კაცი ცხოვრობდა. განუწყვეტელი შემოსევების გამო, მე-16 საუკუნის თბილისში სულ 2 ათასი კომლი, დაახლოებით, 10 ათასი მაცხოვრებელი ფიქსირდება. 1672 წელს თბილისში უკვე 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

1807 წელს, მაშინ, როცა საქართველო უკვე რუსეთის იმპერიის ნაწილია, თბილისში 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 40 წლი შემდეგ, ანუ 1847 წელს თბილისში უკვე 43800 კაცი ცხოვრობს. 1865 წელს თბილისელთა რაოდენობამ 71 ათასს მიაღწია. 1913 წელს თბილისში 194 ათასი კაცი ცხოვრობდა. მილიონიან ზღვარს თბილისის მოსახლეობამ 1979 წელს გადააჭარბა. ამ დროისათვის საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობამ  მილიონ 66 ათასს მიაღწია.

1979 წლის აღწერით, თბილისში 80 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა. მაშინდელი სტატისტიკით, ყოველ ათას მცხოვრებზე 622 ქართველი, 145 სომეხი, 122 რუსი, 27 ოსი, 15 ბერძენი, 14 ებრაელი, 12 აზერბაიჯანელი 12 უკრაინელი და 9 სხვა ეროვნების წარმომადგენელი მოდიოდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თბილისში ყველაზე მეტი – 1 246 900 ადამიანი – 1989 წელს ცხოვრობდა.

რთული ეკონომიკური პირობების გამო დაწყებული მიგრაციის შედეგად, 2002 წელს  თბილისის მოსახლეობა თითქმის 200 ათასით შემცირდა. ამ წელს თბილისში 1 081 ათასი კაცი ფიქსირდება. 2016 წლის მონაცემებით, თბილისში 1 114 000 კაცი ცხოვრობს.

თბილისის ბუნებრივი მატება:

shobadobainfo

რაც შეეხება სქესთა თანაფარდობას თბილისში, სტატისტიკა ასეთია:

1970 წელს 100 გოგოზე 110.8 ბიჭი მოდიოდა, შემდეგ წლებში ეს მაჩვენებელი მცირდება და ნორმისკენ მიდის. 1979 წელს 100 გოგოზე 107.4, 1989 წელს კი თითქმის იგივე მაჩვენებელი 107.3 დარჩა, რაც შეეხება 2014 წელს, ამ პერიოდში 100 გოგოზე 104.9 ბიჭი მოდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები