გურამ მაჭარაშვილი: ობიექტური კრიტერიუმებით შევძლებთ, შევარჩიოთ როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე, წევრები
“ობიექტური კრიტერიუმებით შევძლებთ, შევარჩიოთ როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე, წევრები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესის ობიექტურობა ყველამ დაინახა.
„ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ობიექტურად მიმდინარეობდა და ეს ყველამ დაინახა. ასევე, ობიექტური კრიტერიუმებით შევძლებთ, შევარჩიოთ როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე, წევრები. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა წინასწარ დააანონსა, რომ ობიექტურ პირებს მხარს ვერ დაუჭერდნენ, არა „ქართული ოცნების“ მომხრეს, არამედ მათ არამომხრეს. სურვილი გვაქვს, ცესკო-ს თავმჯდომარე 100 ხმით ავირჩიოთ, თუ ეს ვერ მოხერხდება, 90-76 ხმა იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.