დავით მათიკაშვილი: მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ

“მოძალადე მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ვითომ ცდილობს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაცია იქონიოს, ამავდროულად შეხვედრებიდან ყრიან ხალხს, ჟურნალისტებს არ უშვებენ”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

„ნათელია, რომ მათ არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა მათ არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოებისგან და ეს ყველაფერი არის იმდენად ფასადური, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები