ბრიტანელი სკინჰედების სუბკულტურა ფოტოპორტრეტებში

www.rarehistoricalphotos.com

სკინჰედი — ახალგაზრდული სუბკულტურის წევრი, რომელიც აგრესიული მასკულინური ვარცხნილობითა და ჩაცმულობის სტილით გამოირჩევა, მათ შორის, გადაპარსული თავითა და მასიური ჩექმებით. სკინჰედთა სუბკულტურა 1960-იანი წლების ლონდონის მუშათა კლასში წარმოიშვა და მალევე გაერთიანებული სამეფოს სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა, რის შემდეგაც 1970-იანი წლების დასასრულს მუშათა კლასის სკინჰედთა მოძრაობის მეორე ტალღამ უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. სკინჰედების მოძრაობამ პიკს 1960-იან წლებში მიაღწია, 1980-იან წლებში აღორძინება განიცადა, რის შემდეგაც, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამოჩნდა.

განვითარების ადრეულ სტადიაზე არსებობდა გარკვეული თანაკვეთა სკინჰედების სუბკულტურას, მოდების სუბკულტურასა და ბრიტანეთში იამაიკელი იმიგრანტების მიერ შეტანილ „უხეში ბიჭების“ სუბკულტურას შორის. სკინჰედები უსმენდნენ როკსტედის, რეგის, ასევე აფროამერიკულ სოულს და რიტმ-ენდ-ბლუზს.

1970-იანი წლების გვიან და 1980-იანი წლების დასაწყისში სკინჰედების სუბკულტურაზე გავლენა იქონია პანკის მოძრაობამ, რისი წყალობითაც სკინჰედების სუბკულტურა უფრო მრავალფეროვანი გახდა.

1980-იან წლებში გაიზარდა პოლიტიკური დაყოფა სკინჰედებს შორის, თუმცა ბევრი მათგანი თავს აპოლიტიკურად მოიხსენიებდა. დიდ ბრიტანეთში სკინჰედთა სუბკულტურა საზოგადოებისათვის ნაციონალისტურ პარტიებთან, ეროვნულ ფრონტთან და ბრიტანულ მოძრაობასთან გახდა ასოცირებული, რომლებმაც აქცენტი ქუჩის სუბკულტურების წარმომადგენლების მობილიზებაზე გააკეთეს 1970-იან წლებში. ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელდა ნაციონალ-სოციალისტი სკინჰედების სუბკულტურა, რის საპასუხოდაც წარმოიშვა კიდეც ჯგუფი „სკინჰედები რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ“.

ეს ფოტოები, რომელთაც ახლა შემოგთავაზებთ, დიდ ბრიტანეთში 1970-1990 წლებშია გადაღებული.


www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები