მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავა. ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარის ზედაპირი შენაკადებისგან მოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენისა და ხის ტოტებისგან დაბინძურდა.
დასუფთავების აქცია მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურამდე გაიწმინდა. აქციაში დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფს“ დასუფთავებაში დახმარებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწევდა.