გიორგი კლდიაშვილი: ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის განაცხადების მიღების ვადა ამოწურულია. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს უნდა დაიწყოს.
IDFI-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის თქმით, პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს.
“არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უახლოეს წარსულში ჰქონდა პარტიული კუთვნილება, ამიტომ, ცხადია, ჩვენ ამ საკითხს დავსვამთ იმიტომ, რომ ეს კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, თვითონ პოზიცია ამას ითვალისწინებს. ისინი უნდა იყვნენ მიუკერძოებლები თავიანთ საქმიანობაში და პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს”, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.