პუტინი: მეჩვენება, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს – თუ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი იქნება, მოგვიწევს დასახული ამოცანების შეიარაღებული გზით გადაჭრა

თუ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელი იქნება, რუსეთს მოუწევს დასახული ამოცანების შეიარაღებული გზით გადაჭრა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ ვიპოვოთ ეს გადაწყვეტა [უკრაინის საკითხისთვის]. მეჩვენება, რომ გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. თუ არა, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველა ამოცანის იარაღის ძალით გადაჭრა“, – აღნიშნა პუტინმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ჩინეთში ვიზიტს მართავს. სახელმწიფოს მეთაურმა მონაწილეობა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და იქ არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. შემდეგ პეკინში რუსეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა, ასევე ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები