საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 394-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 392 პირს დაუდასტურდა, 531 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები