ეუთო-ს წარმომადგენელი: შოკირებული ვარ თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი, ტერეზა რიბეირო თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

„თბილისში, გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი თავდასხმების გამო შოკირებული ვარ და ამ დანაშაულებრივ ქმედებებს მკაცრად ვგმობ. მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად“, – აღნიშნავს რიბეირო.

ცნობისთვის, გუშინ ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები