თამარ გაბუნია: 150 დაწესებულება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაშია ჩართული, ქოლ-ცენტრს გახსნის და მოქალაქეს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაშია ჩართული, ქოლ-ცენტრს გახსნის და მოქალაქეს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება.

“რა თქმა უნდა, მასიური ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის”,- განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები