გიორგი ვოლსკი: “ქართულ ოცნებაზე“ რომ ლოცულობდეს დილიდან დაღამებამდე და არ ვარგოდეს მოსამართლედ, თქვენ გგონიათ, ჩვენ მხარს დავუჭერთ?

“სულ „ქართულ ოცნებაზე“ რომ ლოცულობდეს დილიდან დაღამებამდე და არ ვარგოდეს მოსამართლედ, თქვენ გგონიათ, ჩვენ მხარს დავუჭერთ?”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა,   გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხდა.

„ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ მოსამართლეები და სასამართლომ თავის საქციელით დაამტკიცოს, რომ სასამართლოა. სააკაშვილის დროს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. თითქმის იგივე შემადგენლობაა და სასამართლოც გადახალისდა. სტრასბურგში საჩივრები და განცხადებები შემცირდა 7-ჯერ. 5 700 დან ჩამოვიდა 800-მდე. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები