ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას

“დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას პირადად ჰქონდა მოლაპარაკებები „ფაიზერის” პრეზიდენტთან და წლის ბოლომდე 4 მლნ დოზის სრულად გამოყენება იქნება შესაძლებელი.

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, პირველ ყოვლისა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ბატონ ამირან გამყრელიძეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას, ბატონ დავით ზალკალიანსა და ჩვენს საელჩოებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მე მქონდა აქტიური მიმოწერა ჩინეთის პრემიერთან და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას.
ასევე, მე მქონდა პირადად „ფაიზერის” პრეზიდენტთან უშუალოდ საუბარი და მიმოწერა, რის შედეგადაც ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, წლის ბოლომდე, 4 მლნ. დოზის სრულად გამოყენებას შევძლებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები