ყველაზე მოხუცი სერიული მკვლელი ისტორიაში – როგორ მოწამლა 90 წლის ჯადოქარმა 150 მამაკაცი
ეს სერიული მკვლელი 90 წლის ბებიაა, რომელიც თანასოფლელებს ოჯახურ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებოდა. მისი დახმარება ზოგს ძვირად დაუჯდა. სხვადასხვა მონაცემებით, მოხუცმა 50-დან 150-მდე ადამიანი მოკლა. ის დააპატიმრეს. 8-წლიანი სასჯელი მოიხადა და შემდეგ გათავისუფლდა.
როგორ ავარიდოთ თავი ჯარს ჯადოქრის დახმარებით
ანა დი პიშტონია ცნობილია როგორც ბანატელი ჯადოქარი, მაგრამ მშობლიურ ქალაქში მას უბრალოდ „ბებია ანუიკას“ უწოდებდნენ. ბებია თავიდანვე „სიკვდილის ანგელოზი“ არ ყოფილა, 20 წლამდე ის საკმაოდ სათნო და სასიამოვნო ახალგაზრდა გახლდათ. ანა – ქალიშვილობაში დრაკშინი – 1838 წელს რუმინეთში, მდიდარი ფერმერის ოჯახში დაიბადა და კარგი განათლებაც მიიღო.
1849 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოსმალეთის იმპერიის საზღვართან, რეგიონში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ბანატის სამხედრო საზღვარი. მას ავსტრია-უნგრელი ოფიცერი შეუყვარდა, რომელმაც ქალი სიფილისით დააავადა და შემდეგ ოსმალებთან საბრძოლველად წავიდა. ის, რომ იმ დროს თურქეთთან არავითარი ომი არ ყოფილა, გოგონამ გვიან შეიტყო. მოტყუებულმა და დაავადებულმა ანამ ყველა მამაკაცი შეიძულა.
მოგვიანებით, ის 20 წლით უფროს მამაკაცზე გათხოვდა, გვარად პიშტონზე. ანამ 11 შვილი გააჩინა, მაგრამ ყველა მათგანი ავად იყო – ერთმა ვერც კი შეძლო სრულწლოვნებამდე მიღწევა. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე იდუმალებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა. ქვრივმა იმის გაკეთება გადაწყვიტა, რისკენაც მუდამ მიუწევდა გული – წამლები და ექიმბაშობა. ის ძალიან ნიჭიერი თვითნასწავლი იყო. ახალმა საქმიანობამ გაამდიდრა კიდეც.
ბებია ანუიკამ საკუთარი ქონება „ავადობის ნაყენით“ შეაგროვა. ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებსაც ჯარისთვის დროებით და სამუდამოდ უნდოდათ თავის არიდება, მის ჩაის იღებდნენ და თითქოს ავადდებოდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, სამედიცინო შემოწმებაზე ისინი ჯარისათვის გამოუსადეგარის სტატუსს იღებდნენ. რაც მთავარია, შემდეგ მალევე კარგად ხდებოდნენ და ბედნიერები ავრცელებდნენ ინფორმაციას სხვა ჯარისკაცებს შორის ამ არაჩვეულებრივი ბებიის შესახებ.
150 მკვდარი მამაკაცი
დროთა განმავლობაში, სამხედრო კონტიგენტი შემცირდა, ხოლო ხმები იმის შესახებ, რომ რამდენიმე კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამუდამოდ შეილახა და ზოგი გარდაიცვალა კიდეც, ცუდი რეკლამა იყო. მაშინ ანამ კლიენტურა შეცვალა. თავისი დამხმარის, ლიუბინა მილანკობას მეშვეობით, თანასოფლელებს შორის ავრცელებდა ხმას საკუთარი სასწაულებრივი ძალის და „სასწაულმოქმედი წყლის“ შესახებ, რომლისთვისაც ჯადოქარმა „ეშმაკს მიჰყიდა სული“.
მალე ბანატელ ჯადოქართან უბედური ცხოვრების მქონე ქალები მივიდნენ. ისინი ღამღამობით მოდიოდნენ და მას საკუთარი პრობლემების შესახებ უყვებოდნენ, რის შემდეგაც დახმარებას სთხოვდნენ. ბებია მათ ნაყენს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაყენს „სასიყვარულო“ ეწოდებოდა, მის შემადგენლობაში ძლიერი შხამი შედიოდა.
თხოვნები ქალებს, თითქმის, ერთი და იგივე ჰქონდათ, ყველა მათგანი თავისებურად უბედური იყო: ლოთი ქმარი, მოღალატე ქმარი და მოძალადე ქმარი. პრობლემების მოსმენის შემდეგ ბებია ანუიკა მხოლოდ ერთ კითხვას სვამდა:
„რამდენს იწონის ეს პრობლემა?“.
ყველა ქალი საკუთარი ქმრის წონას ასახელებდა, რის შემდეგაც ბებია მათ შესაბამისი მოცულობის ნაყენს აძლევდა. აქედან გამომდინარე, რაიონში 150-მდე „ცუდი ქმარი“ დაიღუპა. ქალები ამტკიცებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ შხამის შესახებ – ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ჯადოქარი კლავდა მათ საკუთარი ძალებით და მათი სულები მიჰქონდა.
8-წლიანი პატიმრობა 150 მოკლულისთვის
რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო – ყველამ კარგად იცოდა, თუ რითი იყო დაკავებული მოხუცი. მიუხედავად სიკვდილის პანდემიისა, რომელმაც ვლადიმიროვეცი და მისი შემოგარენი მოიცვა, ქალები მაინც ჩუმად იყვნენ.
1926 წელს ჯადოქარი ორი კლიენტის სიხარბისა და სისულელის გამო გამოიჭირეს.
თავიდან სულელური შეცდომა დაუშვა სტანა მომიროვამ, რომელმაც ქმარი მოწამლა, შემდეგ სარფიანად გათხოვდა და საკუთარი ქმრის ბიძა მოკლა იმისთვის, რომ მემკვიდრეობა მიეღო. მოგვიანებით, ამ ქალბატონის ნათესავმა, სოფია მომიროვამ საკუთარი ქმრის მამის მოკვლა გადაწყვიტა. მისი მეუღლე წინააღმდეგი არ ყოფილა – ბაბუა ძალიან ბოროტი ლოთი იყო, ძლიერი აღნაგობით და გაბრაზებულზე შეეძლო მთელი ოჯახი ეცემა, პატარა შვილიშვილების ჩათვლით. მისი მოწამვლა მოხერხდა, მაგრამ 16 წლის შვილიშვილმა, რომელიც აიძულეს, რომ ბაბუასთვის შხამი ჩაესხა, თანატოლებს მოუყვა მომხდარის შესახებ. მკვლელობის შესახებ მალე მთელმა რაიონმა შეიტყო.
პოლიციას დიდი დრო არ დასჭირვებია ბებია ანუიკას კვალზე გასასვლელად: მათ დააკავეს სტანუ და სოფია, რომლებმაც მალევე აღიარეს, თუ სად აიღეს შხამი. პოლიციამ სერიოზული გამოძიება ჩაატარა: ანას ლაბორატორიას ქიმიკოსები ეწვივნენ, ადამიანების გვამები, რომლებიც სოფიამ და სტანამ მოწამლეს, კარგად შეისწავლეს. ისინი ბელგრადის ინსტიტუტში გაგზავნეს გაკვეთისა და ქსოვილების ანალიზისთვის.
პოლიციამ გაარკვია, რომ ბებია ანუიკა დარიშხანის არასასიკვდილო დოზას ხმარობდა. მიუხედავად ამისა, მის დანამატებში შედიოდა მცენარეული შხამები, რომელთა აღმოჩენაც ძალიან ძნელი იყო. შედეგად, მოწამლული მსხვერპლი კვდებოდა, მაგრამ მაშინვე არა, როგორც წესი, 7-8 დღეში. ყველაფერი ავადმყოფობას, ქოლერას ჰგავდა. ქალები საშუალოდ 5 000 იუგოსლავურ დინარს იხდიდნენ.
1928 წელს სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლის შედეგადაც 90 წლის „ჯადოქარი“ დამნაშავედ ცნეს სასიკვდილო შხამების შემუშავებაში. მიუხედავად ყველა მცდელობისა, დანაშაული მოხუცისთვის გადაებრალებინათ, ყველაზე მძიმე დარტყმა სასამართლოს მხრიდან თავად დამკვეთებმა მიიღეს. სტანას და სოფიას სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯ დამხმარეს და ე.წ. სარეკლამო აგენტს, ლიუბინა მილანკოვას.
თავად ანა დი პიშტონია ციხეში 8 წელი იჯდა, რის შემდეგაც გათავისუფლდა და საკუთარ სახლში 100 წლამდე იცხოვრა. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ის ზუსტად საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა, ზუსტად ისე, როგორც „ეშმაკთან იყო შეთანხმებული“.