ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდა

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდა. კანდიდატთა შესარჩევი განკარგულება პრეზიდენტმა გამოსცა.

ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებს ღია კონკურსის წესით, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.

განცხადებების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს იწყება ბოლო ვადად კი მომდევნო კვირის სამშაბათი განისაზღვრა. კომისიას კი განცხადებების განხილვისა და შესაბამისი კანდიდატების პრეზიდენტისთვის წარსადგენად მხოლოდ 2 დღე ექნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები