გურამ მაჭარაშვილი: ვერცერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა, მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და ეს ასე იყო
“ვერცერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა, მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და ეს ასე იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის ძალადობა დასაგმობია.
„სამწუხაროდ, ვერცერთ სახელმწიფოში ვერ გამოვრიცხავთ ძალადობის ელემენტებს, თუმცა, მთავარია, პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს და ეს ასე იყო. ნებისმიერი ტიპის ძალადობა დასაგმობია, მაგრამ არ არის სასურველი, რომ გარკვეული ტიპის მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც იცის, შესაძლებელია, გარკვეული ტიპის პროვოკაცია იყოს, ამაზე შეგნებულად წავიდეს. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის უზრუნველყოფილია, მაგრამ როცა აქცია შესაძლებელია, იყოს წინაპირობა გარკვეული ტიპის პროვოკაციის, ვფიქრობ, ყველა უნდა მოერიდოს ასეთი ტიპის პროვოკაციას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1-5 ივლისს ,,პრაიდის” კვირეული იმართება, რასაც გუშინ კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან დაპირისპირებები მოჰყვა.