წყნეთში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება, დაახლოებით, 550 კვ. მ. ფართობის დაზიანებული გზა.
პროექტის მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს „ლუკრი“ აწარმოებს, 50 000 ლარია გამოყოფილი.