ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდაში მცირე ზომის, ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

“ნინოწმინდაში მცირე ზომის, ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

„მცირე ზომის, ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში.  ბავშვთა ახალი სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახისა და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები