აგვისტოს თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 29 010 მომხმარებელს გაუწია

აგვისტოს თვეში მომსახურების სააგენტომ დისტანციური კონსულტაცია 29 010 მომხმარებელს გაუწია.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის აღსადგენად საჭიროა, რეგისტრირებულმა მესაკუთრემ ან მისმა მინდობილმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მინდობილმა პირმა – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

“იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული მესაკუთრე არის იურიდიული პირი, დოკუმენტის აღდგენა შეუძლია ორგანიზაციის დირექტორს ან მინდობილ პირს, შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით.

თუ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელება არ ხდება, სატრანსპორტო საშუალების წარმოდგენა სავალდებულო არ არის”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები