ამირან გამყრელიძე: ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

“შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა “დელტა” შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, “დელტა” შტამთან მიმართებითაც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში ჩვენ, დაახლოებით, 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანისა და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკფაქტორია ინფექციის გავრცელების,” – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები