თბილისში, მგალობლიშვილის N11-ის მიმდებარედ საყრდენი კედელი მოეწყო

თბილისში, საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის N11-ის მიმდებარედ საყრდენი კედელი მოეწყო და ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდა. ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო ბერიტაშვილის N9-ის მიმდებარედ.

აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარდა. საყრდენი კედელი სავალ გზას გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტის განხორციელებისთვის, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები