ნავთლუღში, ხუთ მისამართზე სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა
ისნის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნავთლუღში, ხუთ მისამართზე სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა:
- ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N137 – შიდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- ქეთევან დედოფლის გამზირი N91 – შიდა წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
- მოსკოვის გამზირი N1 – შიდა წყალარინების ქსელის რაებილიტაცია;
- სახალხოს ქ. III ჩიხი N2 – ქანობიანი სახურავი და წყალსაწრეტი მილები;
- ციხისძირის ქუჩა N27 – თბილისური ეზოს ტიპის სახლის გამაგრება.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 000 ლარით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.