ექსცენტრიული დალი და ამბიციური გალა
დალი – ექსცენტრიული და გენიალური ესპანელი, გალა – ამბიციური, სურს გახდეს არაღიარებული ტალანტის მუზა, რუსი ენელა დიაკონოვა.
1912 წელს ოჯახმა ის შვეიცარიაში ტუბერკულოზისგან განსაკურნებლად გაგზავნა, ელენამ კი, პოეტი პოლ ელიუარო გაიცნო, რომელიც შემდეგ მისი პირველი მეუღლე გახდა. წყვილს გაუჩნდა ქალიშვილი სესილი.
მოგვიანებით, პოლმა ის თავის მეგობარს, სალვადორს გააცნო. გალა 10 წლით უფროსი იყო სალვადორზე. იგი მაშინვე მიხვდა, რომ დალი გენიოსი იყო. გალა მეუღლეს გაშორდა და ქალიშვილიც დატოვა.
წყვილი მაშინვე არ გამდიდრებულა: დალიმ მამასთან ურთიერთობა გაწყვიტა და უფულოდ დარჩა.
გალა ყველანაირ პირობებს ქმნიდა დალისთვის, იყო მისი დაცვა, დედა, მენეჯერი. იყო თუ არა მისი საყვარელი? ამაზე ერთი პასუხი არ არსებობს.
მალევე დალის პერსონალური გამოფენა შედგა და დიდი წარმატებით ჩაიარა. ყველაფრისთვის მადლიერი ფერმწერი ახლა ნახატებს აწერდა გალა-დალი.
მათი უერთიერთობა მარტივი არ იყო.
გალამ თავისთის სასახლის აშენება მოითხოვა – დალი მას 40 წლით ადრე შეჰპირდა ამას. როდესაც მშენებლობა დასრულდა, ქალი უკვე 74 წლის იყო. გალა სასახლეში გადავიდა და დალის იქ მისვლის უფლებას მხოლოდ წერილობითი ნებართვით აძლევდა. მას ასაკთან შეგუება არ სურდა და ახალგაზრდა საყვარლებს იჩენდა. დალისაც ახალგაზრდა ფრანგი ქალბატონი ამანდა ლირი უთმობდა ყურადღებას.
გალა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პუბოლის სასახლეში სურდა დასაფლავება და დალიმ კანონის დარღვევა გადაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ ესპანეთში, ეპიდემიის გამო, ცხედრების გადასვენება აკრძალული იყო. დალიმ გალას მისი საუკეთესო კაბა ჩააცვა, უკანა სავარძელზე დასვა და სასახლეში გაემგზავრა.
დალიმ სასახლეში ყველა ფანჯარა დახურა და არასდროს აუნთია შუქი…