კახა კალაძე: ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება

თბილისის მერის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. კახა კალაძის თქმით, უკვე დასრულებულია ყველა ტექნიკური კვლევა, მზად არის დიზაინიც და ზუსტი პროექტირების დასრულებისთანავე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„დიზაინი უკვე შეთანხმებულია, ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ამასთან, გამოვიკვლიეთ, რამდენად მდგრადია ჭაღი, რომელიც, ზოგადად, პრობლემა იყო. პასუხი დადებითია. დიზაინი არსებობს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ახლა მიმდინარეობს ზუსტი პროექტირება და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი განხორციელება და მშენებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროს ახალგარემონტებული ჭერი 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები