ბაშალეიშვილის ქუჩის II შესახვევის №30-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
ბაშალეიშვილის ქუჩის II შესახვევის №30-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი სავალ გზას და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ბესკო“ ასრულებს.