ზაჰესში, ცქიტიშვილის N30 კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარი, ჯამში, 11 მისამართზე აღდგა.
მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაჰესში, ცქიტიშვილის N30 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა, სადაც არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვეტარი შეიცვალა. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე ფიტნეს ზონაც ეწყობა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
წლის განმავლობაში, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 317 776 ლარი დაიხარჯება.