დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-19 კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

გამგეობის ცნობით, 900 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. სივრცეში განთავსდა საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები და პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

ამასთან, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 757 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები