ზღვისუბნის III მიკრორაიონში სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მ.რ. IV კვ. N60 კორპუსის მიმდებარედ სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, 388 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი შეიცვალა, მოეწყო ახალი მავთულბადე და ფეხბურთის კარები, ასევე, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

რეაბილიტირებული მინი სტადიონი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ზღვისუბნის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ ერთი კომბინირებული მოედნის აღდგენა. ამ მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ დაზიანებული იყო. შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, აქტიურად თამაშობენ ბავშვებიც და ახალგაზრდებიც“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები