საუკუნეებს შემორჩენილი ინტერიერი – როგორ გამოიყურებოდა ირლანდიელ ფერმერთა სახლი
1912 წლის გაზეთი „ტიტანიკის“ ჩაძირვის ინფორმაციით, ასწლიანი კონსერვები და პირადი ნივთები, რომლებიც მეპატრონემ მე-20 საუკუნის დასაწყისში დატოვა… ფოტოგრაფმა, ისტორიკოსმა და არქივარიუსმა, რებეკა ბრაუნლიმ ნამდვილ დროის კაფსულაში იმოგზაურა – ქალაქ ქუქსთაუნში მდებარე ფერმერთა სახლში, რომელიც 100 წელზე მეტხანს უცვლელად იდგა.
სახლში შემონახულია საუკუნის წინანდელი ისტორიული ინტერიერი. ეს ძვირფასი „ზარდახშა„ რებეკა ბრაუნლიმ გახსა, რომელმაც კოტეჯის სტუმრობა ჯერ კიდევ მისი ბოლო მფლობელის დროს შეძლო.
კოტეჯი აშენდა 1858 წელს და ერთი ოჯახის რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა. ადამიანი სახელად დესი – სამი ძმიდან უმცროსი – ფერმერთა ოჯახის ბოლო თაობის წარმომადგენელი იყო. 2015 წელს ის მოხუცთა თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად.
არქივარიუსი რებეკა ბრაუნლი სახლის სანახავად თავად დესის მოწვევით ჩამოვიდა. მოსაწვევი მას მეზობლებმა გადასცეს. თავად დესისთან შეხვედრა მან ვერ მოახერხა – მამაკაცი ავად იყო და 2017 წელს დაიღუპა. ნათესავების არყოლის გამო, სახლი მის მეზობელს გადაეცა.
ბრაუნლის პირველი ვიზიტის დროს მან სიხარულით აღნიშნა, რომ ამ არაჩვეულებრივ, ძველ კოტეჯში ასობით სამუზეუმო ექსპონატი ინახებოდა. იქ ბევრი ძველი წიგნი, ოჯახური ალბომები, გაზეთები და ამონაჭრები ინახებოდა კიდევ უფრო ძველი გაზეთებიდან; სასიყვარულო წერილები, ფული, ვიქტორიანული და ედვარდიანული ეპოქის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები. ბუხრის თავზე დადგმული ისრებიანი საათი 12:15 საათზე იყო გაჩერებული, ჯერ კიდევ გაუხსნელი საჭმლის ქილები შენახული იყო სამზარეულოს თაროებზე, სასტუმრო ოთახში კი, მებაღეობის წიგნები ელაგა.
ასობით სასიყვარულო წერილი კომოდის უჯრებში ინახებოდა. ერთ-ერთ ოთახში პირადი ნივთები ინახებოდა – დესისის მამინაცვლის, ედვინ რობერტ მაკუინის პოლიციელის მოწმობა და ფორმა. საბუთი 1894 წელს იყო გაცემული.
ფოტოგრაფი დესის კოტეჯს 2017 და 2018 წლებში ეწვია. შემდეგ სახლის საბოლოოდ დაანგრიეს.