თბილისს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე 164-ე საბავშვო ბაღს დღეს დაათვალიერებენ.
„ამ ბაღში დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე, დამონტაჟებულია ლიფტი. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, სამეთვალყურეო კამერებთა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობისათვის,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული სტანდარტები ახლად აშენებულ ყველა საბავშო ბაღშია გათვალისწინებული.