სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ქუჩა N58-N60-N62-ში, წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 444 გრძივი მეტრის წყლისა და წყალარინების ქსელი განახლდება.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, ამ ეზოებში ასფალტის საფარიც დაიგება და 99 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება.

აღნიშნული პროექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 100%-იანი დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები