პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაცია დაიწყო
პუშკინის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ კომპლექსზე 19 ივნისს ვანდალურად გადაღებილი წარწერის რესტავრაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დარგის სპეციალისტებთან ერთად უზრუნველყოფს.
დღეს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ძველი გალავნის კარიბჭის კედელში ჩაშენებულ უძველეს არაბულ წარწერიან ქვიშაქვის ფილაზე აღდგენით სამუშაოებს უკვე აწარმოებენ სააგენტოს არქიტექტორ- რესტავრატორი და შპს „იუკონი და კომპანია” -ს კონსერვაციის სპეციალისტი.