ამირან გამყრელიძე: ივლისიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება

“ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის მოქალაქე, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებს აცრას.

„აცრებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კოვაქსის პლატფორმასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე, ივლისის თვიდან დაგეგმილია 3 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება. კოვაქსის პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის დოზის პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში, მეორე დოზაზე რეგისტრირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა თავიანთი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით განცხადება გაკეთდება. ამასთან, ყველა ის მოქალაქე, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებს აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები