კარლ ჰარცელი: კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს
„კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს. მათ შორისაა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ კვირას შეხვედრები მქონდა საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებზეც ნინოწმინდის საკითხთან ერთად, ბავშვთა ზრუნვის უფრო ფართო სტრატეგიასა და ინსტიტუციონალიზაციაზე ვისაუბრეთ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა “იმედის კვირასთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვიდა.
“ამ შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვედი, ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტი – სადაც შესაძლებელია, ბიოლოგიურ მშობელთან უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი“, – განაცხადა ჰარცელმა.