ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე, კორპუსი 6/2-ის მიმდებარედ ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრზე იგება. ასევე, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გაეცნო.
სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის გამოყოფილი თანხა 154 371 ლარს შეადგენს.