გლდანის რაიონში, წყალსადენის ჩიხში ასფალტის საფარი მოწესრიგდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარი წყალსადენის ჩიხში მოწესრიგდება.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 993 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები