წმინდა მოწამე ვასილისკოს და იოსელიანის ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წმინდა მოწამე ვასილისკოს და იოსელიანის ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანებული გზის გამო გადაადგილება პრობლემურია.

სამუშაოების შედეგად, 12 000 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე მოეწყობა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგება.

ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები