დიდუბის რაიონის გამგეობა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში მდებარე ამხანაგობაში, სადაც 53 ოჯახი ცხოვრობს, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, წყალარინებისა და წყლის შიდა და გარე ქსელი 430 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 22 საკომუნიკაციო ჭა.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 888 ლარია გამოყოფილი.

კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, გამგეობა ტერიტორიას ასფალტის საფარით მოაწესრიგებს. აღნიშნული პროექტით მოსახლეობას უდიდესი პრობლემა მოუგვარდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები