სახალხო დამცველი – ნინოწმინდის პანსიონზე: მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვის ფიზიკური დასჯის შემთხვევებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საგანგაშოა ფაქტი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში შესვლისა და მუშაობის საშუალება სოციალურ მუშაკებსაც კი არ ეძლეოდათ.

ლომჯარიას პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

„ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე. 2015 და 2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგი ცხადყოფდა ბავშვის ფიზიკური დასჯის შემთხვევებს. ასევე, მივუთითებდით სოციალურ იზოლაციასა და ბავშვების საჭიროების გაუთვალისწინებლობაზე. საგანგაშო იყო ბოლო ვიზიტის ფარგლებში აღმოჩენილი გარემოება – სოციალური მუშაკიც კი, 10 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა დაწესებულებაში, იქ, სადაც ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იყვნენ“, – აღნიშნა ნინო ლოჯარიამ.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში მომავალ კვირას შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები