თამარ გაბუნია: ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება

“გვაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრიდან ჩვენი ვაქცინების არჩევანს “ნოვავაქსი” და „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, იმისათვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული, ქვეყანას ვაქცინის 4 მილიონი დოზა სჭირდება.

„ვფიქრობთ, რომ ივლისის თვიდან ვაქცინაციის პროგრამაში სერიოზული გარდატეხა დაიწყება იმ კუთხით, რომ ვაქცინაციის პროგრამის გაშლას და ვაქცინაციის ტემპების გაფართოებას შევძლებთ. ზოგადად ჩვენ გვჭირდება 4 მილიონამდე ვაქცინის დოზა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60 % ვაქცინირებული იყოს. ამ დოზების რაოდენობის უდიდესი ნაწილი უკვე დაგეგმილი და განსაზღვრულია, მოწოდების ვადები ზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე აქტიური კამპანიის გახსნა გვექნება, როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და, შედარებით უფრო მოგვიანებით, სექტემბრიდან გვაქვს მოლოდინი, რომ “ნოვავაქსი” და ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ დაემატება ჩვენს არჩევანს, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეგვიძლია მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები