ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია წლის მესამე კვარტალში დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია წლის მესამე კვარტალში დაიწყება.

როგორც მინისტრმა ,,კურიერის” ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე, საქართველოში ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამი ცირკულირებს და ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის სხვა ახალი ვერსია არ დაფიქსირებულა.

“ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ბრიგადების დამატებას, ასევე, იმ საჭირო ადგილების დამატებას, რის შემდეგაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად ვაქცინირებას.

მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ყოველთვის გვქონდა, რომ დაიწყება მესამე კვარტალში. მესამე კვარტალი დადგება და ჩვენ დავიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, აქედან გამომდინარე, არანაირი ცვლილება გეგმაში არ მომხდარა და ვაქცინაციის პროცესს რისკი არ აქვს,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები