სოფელ ნასაგურში სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის საანგარიშო შეხვედრა გაიმართა
სოფელ ნასაგურში სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, მოადგილეებთან ერთად, გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მომავალი წლის პრიორიტეტული გეგმები შეაჯერა.
შეხვედრას პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი, სოზარ სუბარი ესწრებოდა.
2018-2020 წლებში სოფელ ნასაგურში გზები შემდეგ მისამართზე მოწესრიგდა:
- ნახშირგორის ქუჩა, II – III – IV შესახვევი;
- აღმართის ქუჩა;
- ფასანაურის ქუჩა;
- ნახშირგორი ქუჩა;
წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა ნაძვების ქ. №4 -ში და ფიტნეს ზონა მოეწყო ნაძვების ქ. №7 -ში.
მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.
სამუშაოები, რომელთა ფარგლებშიც რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი, ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო.
კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.